logo
ENG



"პოლიტიკაში უნდა იყოს მეტი ლაღი პატრიორტი" - ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა შედგა

26 მარ 202317:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/26/7xeq0c0xlfe4yxh.png

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა, სადაც წესდება დამტკიცდა.

გარდამავალი პერიოდით დაკომპლექტდა ბორდიც, რომლის მიზანი ღია ელექტრონული სისტემით თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებაა. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მიმართა.

ხაბეიშვილმა ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს მომავალს ქმნიან.

"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ვხედავ მომავალში არამხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაში. თქვენ უნდა იყოთ აქტიურები, აქტიურად ჩაერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. კონკრეტულ თანამდებობებზე უნდა იყოთ თქვენ. ასეთივე ახალგაზრდა ვიყავი თავის დროზე, როცა სხვადასხვა შეკრებაზე დავდიოდი და არასდროს მიფიქრია, რომ შესაძლოა ერთ დღეს წარმოვადგინო ყველაზე მაგარი ევროპული პარტია საქართველოში. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მე მინდა მოგცეთ პირობა თითოეულ თქვენგანს, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რომ პოლიტიკაში იყოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი თქვენნაირი ლაღი გინების, ჭკვიანი, ხალისიანი, პატრიოტი და მებრძოლი ახალგაზრდები...

ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ, პროპაგანდა არ მოგერიოთ. და ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს დაპირისპირებას. ჩემსა და თქვენს შორის ბარიერების გაჩენას და ცხადია ეს უკავშირდება, რომ თურმე პოლიტიკაში არა, თურმე ნაციონალური მოძრობაში არა. არ დაგაჯეროთ არავინ, არ არსებობს მეორე უფრო ძლიერი ევროპული პარტია საქართველოში, როგორიც არის ნაციონალური მოძრობა", - მიმართა ხაბეიშვილმა ყრილობაზე შეკრებილებს.


close დახურვა